ავტორიზაცია

"ტოპ ფეხბურთელია, ჯერ კიდევ ახალგაზრდა", - ჯონსონმა დაასახელა ფორვარდი, რომელიც ჩელსის უნდა ეყიდა

"ტოპ ფეხბურთელია, ჯერ კიდევ ახალგაზრდა", - ჯონსონმა დაასახელა ფორვარდი, რომელიც ჩელსის უნდა ეყიდა
თარიღი 29 Jul 2022, 11:14

"ჩელსის" ყოფილი მცველი, გლენ ჯონსონი უკმაყოფილოა იმით, რომ "არისტოკრატებმა" "მანჩესტერ სიტის" აწ უკვე ექს-თავდამსხმელი, გაბრიელ ჟეზუსი არ იყიდეს.

მოგეხსენებათ, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 25 წლის ბრაზილიელი "არსენალს" შეუერთდა.

– ტომას ტუხელი რომ იყო, რომელ რეალურ ტრანსფერს განახორციელებდი თავდასხმის ხაზში?

"თავდამსხმელი, რომელმაც პრემიერ ლიგაში თავი უკვე გამოიჩინა, ყოველთვის უკეთესია იმაზე, ვინც სხვა ლიგიდან მოდის. ვფიქრობ, ჟეზუსის შემთხვევაში, "ჩელსის" ყველაფერი უნდა გაეკეთებინა მისი ხელში ჩაგდებისთვის. საერთოდაც, გაკვირვებული ვარ იმით, რომ "სიტიმ" ის გაუშვა. და კიდევ უფრო გაკვირვებული ვარ გაბრიელის "არსენალში" მოხვედრით".

"არსენალისთვის" შეურაცხყოფის მიყენება არ მინდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, "ჩელსის" ჟეზუსის შეძენა რომ მოენდომებინა, სწორედ "არისტოკრატთა" რიგებში გადავიდოდა. უცნაურია, რომ წავიდა და უცნაურია, სწორედ ამ გუნდში რომ მოხვდა".

"ტოპ ფეხბურთელად ვთვლი, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მაგრამ უძლიერესი ლიგის წამყვან გუნდში თავი უკვე გამოიჩინა. სწორედ ამიტომ, რატომ არ უნდა გეყიდა იგი?", - ციტირებს ჯონსონის სიტყვებს GGRecon-ი.