ავტორიზაცია

"სიტისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში დიდი წარმატება იყო", - გვარდიოლამ ჩელსისთან მარცხი გაიხსენა

"სიტისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში დიდი წარმატება იყო", - გვარდიოლამ ჩელსისთან მარცხი გაიხსენა
თარიღი 29 ივლ 2022, 11:35

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის ფინალში განცდილი მარცხი გაიხსენა.

მოგეხსენებათ, "ქალაქელებმა" მაშინ ლონდონის "ჩელსისთან" წააგეს - 0:1.

"შემადგენლობაზე მიღებული გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, როგორც სწორად მივიჩნიე, ფეხბურთელების მდგომარეობისა და იმის მიხედვით, თუ როგორ მინდოდა თამაში. მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით, ამ ტურნირზე წარმოუდგენლად კარგი მოგონებები დამრჩა, ის, რაც გავაკეთეთ, გამორჩეულთა შორისაა".

"იყო მეორე ჩემპიონთა ლიგაზე - ეს წარმოუდგენელი წარმატებაა, ჩემი თვალსაზრისით. ფინალში ასპარეზობა "მანჩესტერ სიტისთვის" პატივი გახლდათ".

"გასულ სეზონში იქ დაბრუნებასთან ახლოს ვიყავით. ამ სეზონში კიდევ ერთხელ ვეცდებით!", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.