ნევილი: "კუნდემ იცის, რომ ხელფასს სრულად ვერ მიიღებს, თუ ბარსელონა მის მოშორებას გადაწყვეტს?"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი, გარი ნევილი მცველ ჟიულ კუნდეს "ბარსელონაში" ტრანსფერს გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, 23 წლის ფრანგი კატალონიურ გრანდს "სევილიადან" შეუერთდა. გარიგება უკვე ოფიციალურად დაიხურა.
"საერთოდ იცის, რომ ხელფასს სრულად ვერ მიიღებს, თუ მის მოშორებას მოინდომებენ?", - წერს ნევილი სოციალურ ქსელში.
ვეტერანმა ინგლისელმა აქამდე "ბარსელონას" ხელმძღვანელობა უკვე გააკრიტიკა და ნახევარმცველ ფრენკი დე იონგს მოუწოდა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრებს" უჩივლოს, რადგან მისი ვალი აქვთ.
ცნობისთვის, უახლოეს პერიოდში კუნდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.