ავტორიზაცია

სევილიას ისტორიაში 3 ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი — ყველა მათგანი ბარსელონაში გადავიდა

სევილიას ისტორიაში 3 ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი — ყველა მათგანი ბარსელონაში გადავიდა
თარიღი 29 Jul 2022, 12:15

"სევილიას" ხელმძღვანელობა მცველ ჟიულ კუნდეს "ბარსელონაში" ტრანსფერით კლუბის ისტორიაში რეკორდულ თანხას მიიღებს.

ასე და ამგვარად, კატალონიური გრანდი ანდალუსიელებს 50 მილიონ ევროს გადაუხდის, დამატებით 5-10 მილიონი კი ბონუსების სახით იქნება გათვალისწინებული.

აქამდე, "სევილიას" ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი დანი ალვეში იყო, რომელიც 2008 წელს "ბარსაში" 40 მილიონ ევროდ გადავიდა.

აღნიშნულ სიაში მესამე ადგილს "ბარსაში" გადასული კიდევ ერთი მოთამაშე იკავებს - კლემან ლანგლე. ამ უკანასკნელის სანაცვლოდ "სევილიამ" 2018 წელს 35 მილიონი მიიღო.

მოგეხსენებათ, კუნდეს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში ტრანსფერი გუშინ ოფიციალურად დადასტურდა.