აგენტმა ბერნარდუ სილვა რეალსა და ბარსელონას შესთავაზა, მანჩესტერ სიტიმ სასურველი თანხა დაასახელა
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველის, ბერნარდუ სილვას აგენტმა პორტუგალიელი ფეხბურთელი ესპანურ გრანდებს შესთავაზა.
როგორც გავლენიანი გამოცემა L'Equipe იტყობინება, ჟორჟე მენდეში თავისი კლიენტის შესაძლო ტრანსფერის თაობაზე "რეალსა" და "ბარსელონას" დაუკავშირდა. თავად ფეხბურთელს "ქალაქელთა" რიგებიდან წასვლა უნდა.
თავის მხრივ, "სიტი" ბერნარდუს გაყიდვას არ აპირებს. მისი ტრანსფერის გასაჩარხად, მყიდველებს ინგლისური კლუბისთვის დაახლოებით 80-100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, სილვას წასვლის შემთხვევაში, პრემიერ ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა შესაძლოა "ლიონის" ნახევარმცველი, ლუკას პაკეტა შეიძინოს.
გასულ სეზონში ბერნარდუმ ყველა ტურნირზე ერთად "სიტის" მაისურით 50 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.