მანჩესტერ სიტიში ბარსელონას აღზრდილი მცველის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა — ცნობილია მიზეზიც
"ბრაიტონის" ხელმძღვანელობა გუნდის მარცხენა მცველის, მარკ კუკურელიას "მანჩესტერ სიტიში" გაშვებაზე უარს აცხადებს.
როგორც გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტი, პოლ ბალუსი წერს, კლუბმა ესპანელი ფეხბურთელის თაობაზე "ქალაქელთა" ყველა შეთავაზება იუარა.
"სიტი" მზად არის 40 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, მაგრამ არც ეს არის საკმარისი - "ბრაიტონი" 50 მილიონს ითხოვს.
სწორედ ამიტომ, პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში 24 წლის ლატერალის ტრანსფერი ჩაშლის პირასაა.
გასულ სეზონში კუკურელიამ, რომელიც კატალონიის "ბარსელონას" აღზრდილია, ყველა ტურნირზე ერთად 39 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი ასისტიც მიითვალა.