ავტორიზაცია

იუვენტუსს ტრავმირებული პოგბას შემცვლელად საულის დამატებას შესთავაზებენ

იუვენტუსს ტრავმირებული პოგბას შემცვლელად საულის დამატებას შესთავაზებენ
თარიღი 29 ივლ 2022, 14:40

"ატლეტიკო" ნახევარმცველ საულ ნიგესთან განშორებას გეგმავს, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით "ჩელსიში" გაატარა.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, მადრიდელები 27 წლის ესპანელის სხვა გუნდში კვლავ არენდით გაშვების წინააღმდეგნი არ არიან.

უახლოეს პერიოდში საულის გარემოცვა ფეხბურთელის გადაბირებას "იუვენტუსს" შესთავაზებს.

თავის მხრივ, ტურინულ გრანდს ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებული პოლ პოგბას შემცვლელი სჭირდება, რომელსაც შესაძლოა მუხლის ტრავმის გამო რამდენიმე თვე გაუცდეს.

2021/22 წლების სეზონში საულმა ყველა ტურნირზე ერთად "ჩელსის" ღირსება 26 მატჩში დაიცვა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც მიითვალა.