ავტორიზაცია

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია
თარიღი 29 ივლ 2022, 14:51

დიდი ალბათობით, არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

როგორც TyC Sports-ი იტყობინება, 44 წლის სპეციალისტი არგენტინის ფეხბურთის ასოციაციასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან ახლოსაა.

აღსანიშნავია, რომ სკალონის "ალბისელესტესთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2022 წლის 31 დეკემბრამდე აკავშირებს.

მოგეხსენებათ, სკალონის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფმა არგენტინამ, რომელმაც 5 ივნისს ესტონეთი (5:0) გაანადგურა, თავისი რეკორდული წაუგებელი სერია 33 მატჩამდე გაზარდა.

"ალბისელესტემ" წინა რეკორდი (31 წაუგებელი მატჩი) 1991-დან 1993 წლამდე პერიოდში დაამყარა.

სკალონი არგენტინის ეროვნულ გუნდს 2018 წლის 2 აგვისტოდან უდგას და ამ დროის განმავლობაში ორ ტიტულს დაეუფლა - კოპა ამერიკასა და ფინალისიმას.