ავტორიზაცია

"გვინდა, რომ კარიერა ბარსელონაში დაასრულოს", - ლაპორტა მესის დაბრუნების სურვილს ადასტურებს

"გვინდა, რომ კარიერა ბარსელონაში დაასრულოს", - ლაპორტა მესის დაბრუნების სურვილს ადასტურებს
თარიღი 29 Jul 2022, 15:32

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თავდამსხმელ ლიონელ მესის დაბრუნება უნდა.

"მესის დრო ისე არ დამთავრებულა, როგორც ყველა ჩვენგანს უნდოდა. ეს იმ ეკონომიკური პირობების გამო მოხდა, როგორშიც აღმოვჩნდით. მორალურად მის წინაშე ვალში ვართ".

"გვინდოდა, კარიერა "ბარსელონას" მაისურით დაესრულებინა, ყველა სტადიონზე ოვაციებით დახვედროდნენ. ამისკენ ვისწრაფვი. ამ ყველაფერში ვმონაწილეობ და მისი დაბრუნება მსურს".

"მიმაჩნია, რომ განშორება დროებითია. ვფიქრობ, ამის გაკეთება შეგვიძლია. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ჩემი განზრახვა", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Mundo Deportivo.

მოგეხსენებათ, 35 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა "ბარსელონას" რიგები გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "პსჟ"-ს შეუერთდა.

პარიზულ კლუბთან მესის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თანამშრომლობით კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.