ავტორიზაცია

ლივერპულს კიდევ ორი ტრავმირებული შეემატა

ლივერპულს კიდევ ორი ტრავმირებული შეემატა
თარიღი 30 Jul 2022, 12:11

„ლივერპულის" ნახევარმცველმა ალექს ოქსლეიდ-ცემბერლენმა ბარძაყის უკანა ზედაპირი დაიზიანა.

28 წლის ფეხბურთელს ოპერაცია არ დასჭირდება, მაგრამ იურგენ კლოპმა ტრავმა სერიოზულად მოიხსენია და ამ დაზიანების გამო საკმაოდ დიდი დროც გაუცდება, თუმცა კონკრეტულად რამდენი - ჯერ უცნობია.

ოქსმა ტრავმა „კრისტალ პალასთან" ივლისში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო.

გარდა ამისა, კლოპის თქმით, დისკომფორტს კვლავ გრძნობს უ23 წლის მეკარემ კუივინ კელეჰერი, რომელმაც დაზიანება ივნისში, ირლანდიის ნაკრებში მიიღო და კიდევ 2-3 კვირას გამოტოვებს.

გერმანელი მწვრთნელი ვარაუდობს, რომ გუნდს მწყობრში ჯერ კელეჰერი დაუბრუნდება, ჩემბერლენი კი - უფრო გვიან.