ავტორიზაცია

ლევანდოვსკი: "ჩემზე ბევრი ბოდვა დაიწერა, ბაიერნი ჩემი გაყიდვის არგუმენტებს ეძებდა"

ლევანდოვსკი: "ჩემზე ბევრი ბოდვა დაიწერა, ბაიერნი ჩემი გაყიდვის არგუმენტებს ეძებდა"
თარიღი 30 Jul 2022, 13:49

რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნიდან" წასვლის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

ფორვარდმა კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, თითქოს მან „ბაიერნის" დატოვება იმიტომ გადაწყვიტა, რომ კლუბი ერლინგ ჰოლანდის შეძენას ცდილობდა. საბოლოოდ, ლევანდოვსკი „ბარსელონაში" გადავიდა, ჰოლანდი კი - „მან სიტიში".

„არა, ერლინგთან ჩემ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ ჰქონია. მე ისეთი ადამიანი ვარ, ვისთვისაც სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, თუნდაც ის უფრო ნაკლებად მაწყობდეს.

არ მინდა ლაპარაკი იმაზე, კონკრეტულად რა მოხდა. მაგრამ თუ შეკითხვა იმაში მდგომაროებს, გადავწყვიტე თუ არა წასვლა იმის გამო, რომ კლუბი ჰოლანდით ინტერესდებოდა, მაშინ არა, მის „ბაიერნში" გადმოსვლაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავდი.

ვხედავდი და ვგრძნობდი, რომ შესაძლოა, ახლა „ბაიერნიდან" წასვლის და „ბარსელონაში" გადასვლისთვის იდეალური დრო იყო.

ყველაფერი, რაც ბოლოს დაიწერა, სანამ მე „ბაიერნს" დავტოვებდი, კლუბის პოლიტიკას უკავშირდეოდა. ხელმძღვანელობა ჩემი გაყიდვის არგუმენტების მოძიებას ცდილობდა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ეს გულშემატკივრისთვის რთული ასახსნელი იქნებოდა.

სხვა გზა არ დამრჩა და მომიწია ამ ბოდვასთან შეგუება, იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო. თუმცა ვიცი, რომ ამ დროს გულშემატკივრები უფრო მეტად მედგნენ გვერდში." - აღნიშნა პოლონელმა.