ოფიციალურად დადასტურდა — არსენალს ახალი კაპიტანი ჰყავს

როგორც "არსენალის" ოფიციალური საიტი იტყობინება, გუნდის კაპიტნად შემტევი ნახევარმცველი, მარტინ ოდეგორი დაინიშნა.
მოგეხსენებათ, ნორვეგიელი 23 წლის არის და "მეთოფეთა" სრულფასოვანი წევრი 2021 წლის იანვრიდანაა.
2020/21 წლების სეზონი ოდეგორმა ლონდონელთა რიგებში იჯარით გაატარა, შემდეგ კი "რეალიდან" მისი კონტრაქტი შეისყიდეს.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს "არსენალის" მაისურით საერთო ჯამში 60 მატჩი აქვს ჩატარებული და 9 გოლი გატანილი.
ოდეგორი 2021 წლის მარტიდან ნორვეგიის ეროვნული ნაკრების კაპიტანიცაა.
2021/22 წლების სეზონში 14 დეკემბრამდე ლონდონური გუნდის კაპიტანი პიერ-ემერიკ ობამეიანგი გახლდათ, 15 დეკემბრიდან კი ალექსანდრ ლაკაზეტი.