"სათანადოდ ვერ შეგვაფასეს", - ლაპორტამ გაამხილა, თუ რის ხარჯზე მოძლიერდა ბარსელონა ფინანსურად
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ კრიტიკოსებს უპასუხა, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca.
"მათ ეჭვის შეტანის შესაძლებლობას ვაძლევ. შეიძლება ეგონათ, რომ ვერაფერს შევძლებდით, მაგრამ "ბარსას" სიძლიერე და ახალი ხელმძღვანელობის ძალისხმევა არ დააფასეს. ეს ჩვენი კლუბის შესახებ უცოდინრობისა და ინფორმაციის ნაკლებობის გამოა. ბერკეტებმა "ბარსელონა" საგრძნობლად გააძლიერა. გვერდი უკვე გადავფურცლეთ".
"ბარსას" 122-წლიანი ისტორია და ძვირფასი ქონება აქვს. ჩვენი აქტივების ღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა კლუბების. მათი ფასი არ იცვლება. სატელევიზიო უფლებები 25 წლით გავყიდეთ და არა 50 წლით, როგორც სხვები ვარაუდობდნენ, 667,5 მილიონი მივიღეთ. გესმით? ასე და ამგვარად, კარგ საქმეს ვაკეთებთ".
"მერჩივნა ეს არ გამეკეთებინა, მაგრამ იძულებული ვიყავი. საჭიროება მოითხოვდა. ფეხბურთი არ იცდის. საბედნიეროდ, "ბარსას" გულშემატკივრები ამას შეეგუვნენ - მათი მოთხოვნები უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენი კლუბების ფანების. "ბარსას" 400 მილიონზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც ჩვენგან ბევრს ითხოვენ".
"ყველამ იცის, რა უნდა გააკეთოს. სხვების საქმეში არ ვერევი და გთხოვთ, ჩვენს საქმეში არ ჩაერიოთ. მოედანზე ვიბრძოლებთ და ვნახოთ, ვინ იმუშავა უფრო კარგად. ამას იმისათვის არ ვამბობ, რათა ვიკამათოთ. დაე, ყველამ თავის საქმეს მიხედოს", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Marca.