ავტორიზაცია

ტენ ჰაგი 1-2 ახალ თავდამსხმელს ითხოვს — მანჩესტერის ხელმძღვანელობა მუშაობს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ

ტენ ჰაგი 1-2 ახალ თავდამსხმელს ითხოვს — მანჩესტერის ხელმძღვანელობა მუშაობს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ
თარიღი 30 Jul 2022, 15:24

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა "ზალცბურგის" თავდამსხმელის, ბენიამინ შეშკოს ხელში ჩაგდებით ინტერესდება.

როგორც The Telegraph-ი იტყობინება, მანჩესტერულმა კლუბმა 19 წლის თავდამსხმელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა. Manchester Evening News-ის ცნობით, "ეშმაკუნების" დირექტორი, ჯონ მერტო ფეხბურთელის აგენტს ოთხშაბათს შეხვდა.

სლოვენიის ეროვნული ნაკრების ფორვარდის სანაცვლოდ "ზალცბურგი" მინიმუმ 65 მილიონ ევროს ითხოვს. ეს თანხა გაცილებით მეტია იმაზე, რამდენსაც "ემიუ" იხდის.

თავის მხრივ, "აიაქსის" ფინანსური მოთხოვნების გამო, "იუნაიტედი" გარემარბ ანტონის ვერ იმატებს. არსებული ინფორმაციით, ბრაზილიელში 100 მილიონი მოითხოვეს.

მიუხედავად სატრანსფერო ბაზარზე შექმნილი რთული ვითარებისა, ერიკ ტენ ჰაგმა კლუბის ხელმძღვანელობას ამცნო, რომ მომავალ სეზონში წარმატების მისაღწევად თავდასხმის ხაზის გაძლიერება საჭიროა.

იწერება, რომ ამ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედს" მინიმუმ ერთი შემტევის დამატება უნდა, იდეალურ შემთხვევაში - ორის.

შეშკომ "ზალცბურგის" მაისურით ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში ამდენივე გოლის გატანა მოახერხა. მან "ლივერპულთან" (1:0) და "აიაქსთან" (2:3) გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში გამოიჩინა თავი, აგრეთვე ავსტრიის ჩემპიონატისა და თასის მატჩებში.