ავტორიზაცია

"მანჩესტერს რონალდუს სანაცვლოდ 20 საუკეთესო ცხვარი შევთავაზეთ, პასუხს ველოდებით", - ფარერული კლუბი

"მანჩესტერს რონალდუს სანაცვლოდ 20 საუკეთესო ცხვარი შევთავაზეთ, პასუხს ველოდებით", - ფარერული კლუბი
თარიღი 29 ივლ 2022, 17:12

"კლაკსვიკმა" ხუმრობით განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს სანაცვლოდ 20 ცხვარი შესთავაზა.

როგორც აქამდე დაიწერა, 37 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა "ეშმაკუნებს" კონტრაქტის გაწყვეტის სურვილის შესახებ ამცნო, სწორედ ამ ინფორმაციას გამოეხმაურა ფარერული კლუბი.

"რონალდუს სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩვენი 20 საუკეთესო ცხვარი შევთავაზეთ".

"ახლა პასუხს ველოდებით", - წერია კლუბის განცხადებაში.

ცნობისთვის, "კლაკსვიკი" ის გუნდია, რომელმაც 2020 წლის სექტემბერში თბილისის "დინამოს" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ანგარიშით 6:1 გაანადგურა.