რონალდუს კომენტარი ატლეტიკოს ფანების მიერ გამოფენილ ბანერზე, წარწერით: "აქ არ მიგიღებთ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ სოციალურ ქსელში "ატლეტიკოს" გულშემატკივრების მიერ გამოქვეყნებულ ბანერს გამოეხმაურა.
"როხიბლანკოსა" და "ნუმანსიას" (4:0) შორის გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ მადრიდული გრანდის ფანებმა ბანერი გამოფინეს, შემდეგი ტექსტით: "CR7-ს აქ არ მივიღებთ".
აღნიშნული ბანერი ინსტაგრამზე გულშემატკივართა ერთ-ერთმა გვერდმა გამოაქვეყნა, რასაც 37 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა სიცილის სმაილებით უპასუხა: "😂😂😂😂".
მოგეხსენებათ, "ატლეტიკოს" ფანებმა აქამდე ოფიციალური განცხადებაც გაავრცელეს და თქვეს, რომ რონალდუს დამატების წინააღმდეგნი არიან.
იხილეთ ფოტოები
რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედიდან შესაძლო წასვლაზე გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა