ავტორიზაცია

ვინ რამდენი დახარჯა მიმდინარე ზაფხულს ტრანსფერებში? — ლიდერი ბარსელონაა

ვინ რამდენი დახარჯა მიმდინარე ზაფხულს ტრანსფერებში? — ლიდერი ბარსელონაა
თარიღი 30 ივლ 2022, 15:38

ცნობილი გახდა დეტალები, თუ რომელ გუნდს აქვს დახარჯული ამ დროისთვის ყველაზე დიდი თანხა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

30 ივლისის მონაცემებით, ყველაზე მეტი "ბარსელონამ" დახარჯა – 153 მილიონი ევრო, ეს სია გავლენიანი გამოცემა Transfermarkt-ის მიხედვითაა შედგენილი.

1. "ბარსელონა" – 153 მილიონი ევრო (რაფინია - 58, ჟიულ კუნდე - 50, რობერტ ლევანდოვსკი - 45);

2. "ბაიერნი" – 137.5 მილიონი ევრო (მატეის დე ლიგტი - 67, სადიო მანე - 32, მატის ტელი - 20, რაიან გრავენბერხი - 18.5);

3. "არსენალი" – 132.06 მილიონი ევრო (გაბრიელ ჟეზუსი - 52.2, ალექსანდრ ზინჩენკო - 35, ფაბიო ვიეირა - 35, მეტ ტარნერი - 6.36, მარკინიოსი - 3.5);

4. "მანჩესტერ სიტი" – 108.75 მილიონი ევრო (ერლინგ ჰოლანდი - 60, კელვინ ფილიპსი - 48.75);

5. "ჩელსი" – 94.2 მილიონი ევრო (რაჰიმ სტერლინგი - 56.2, კალიდუ კულიბალი - 38);

6. "დორტმუნდი" – 86 მილიონი ევრო (სებასტიან ალერი - 31, კარიმ ადეიემი - 30, ნიკო შლოტერბეკი - 20, სალიჰ ოზჯანი - 5);

7. "ლივერპული" – 85.8 მილიონი ევრო (დარვინ ნუნიესი - 75, ფაბიუ კარვალიუ - 5.9, კელვინ რემზი - 4.9);

8. "პსჟ" – 91.5 მილიონი ევრო (ვიტინია - 41.5, ნუნო მენდეში - 38, ნორდი მუკიელე - 12);

9. "რეალი" – 80 მილიონი ევრო (ორელიან ჩუამენი - 80);

10. "მანჩესტერ იუნაიტედი" – 72.37 მილიონი ევრო (ლისანდრო მარტინესი - 57.37, ტირელ მალასია - 15).