ავტორიზაცია

"ზაფხულის ბოლო ტრანსფერი დავხურეთ", - ატლეტიკოს პრეზიდენტის მინიშნება რონალდუს შესაძლო შეძენაზე

"ზაფხულის ბოლო ტრანსფერი დავხურეთ", - ატლეტიკოს პრეზიდენტის მინიშნება რონალდუს შესაძლო შეძენაზე
თარიღი 30 Jul 2022, 16:31

"ატლეტიკოს" პრეზიდენტის, ენრიკე სერესოს თქმით, კლუბმა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა დაასრულა.

გუნდის ახალწვეულის, ნაუელ მოლინას პრეზენტაციაზე, რომელიც "როხიბლანკომ" "უდინეზედან" შეიძინა, მადრიდელთა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კლუბი ახალ ფეხბურთელებს აღარ იყიდის.

"ჩვენმა სპორტულმა მენეჯმენტმა ამ ზაფხულის ბოლო ტრანსფერი განახორციელა".

"ვიმეორებ ჩვენი მეგობარი ჟურნალისტებისთვის: სპორტულმა მენეჯმენტმა უკანასკნელი ტრანსფერი გაჩარხა, რომელიც გვსურდა", - ციტირებს სერესოს სიტყვებს AS-ი.

შეგახსენებთ, "ატლეტიკო" "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს გადაბირების პრეტენდენტთა შორის სახელდება.