ავტორიზაცია

მიულერმა დაასახელა პრემიერ ლიგის კლუბი, რომელსაც უგულშემატკივრებდა

მიულერმა დაასახელა პრემიერ ლიგის კლუბი, რომელსაც უგულშემატკივრებდა
თარიღი 30 ივლ 2022, 17:42

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა უპასუხა კითხვას იმის შესახებ, პრემიერ ლიგის რომელი კლუბის გულშემატკივარი იქნებოდა.

"მანჩესტერ სიტის" მატჩების ყურება მომწონს", - ციტირებს გერმანელი ფეხბურთელის სიტყვებს ESPN-ი.

"მაგრამ გულშემატკივრობა რო მსურდეს, "ლივერპულის" ტრიბუნებზე ყოფნას ვისურვებდი, "ენფილდზე", - დასძინა 32 წლის გერმანელმა.

მოგეხსენებათ, მიულერი "ბაიერნის" პირველი გუნდის ღირსებას 2009 წლიდან იცავს.

ტომასს "რეკორდმაისტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.