ავტორიზაცია

ლაპორტა დე იონგის ხელფასის შესახებ: "ბარსელონას ფრენკისთვის არაფერი არ გამოუძალია"

ლაპორტა დე იონგის ხელფასის შესახებ: "ბარსელონას ფრენკისთვის არაფერი არ გამოუძალია"
თარიღი 30 Jul 2022, 17:54

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გუნდის ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის სიტუაციასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს უპასუხა.

როგორც აქამდე გახდა ცნობილი, კატალონიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ ჰოლანდიელს ხელფასის თითქმის ორჯერ შემცირება სთხოვა. ამასთანავე, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 25 წლის ფეხბურთელის ვალი აქვთ - დაახლოებით 20 მილიონი ევრო.

– რა პასუხს გასცემთ გარი ნევილს, რომელმაც თქვა, რომ დე იონგმა სასამართლოში უნდა გიჩივლოთ?

"უპასუხოდ დავტოვებ. მის აზრს პატივს ვცემ. თუმცა, ჩემი აზრით, მართალი არ არის, რადგან დაჟინებით ვამტკიცებ, რომ ყველა ჩვენს ფეხბურთელს პატივს ვცემთ. კონტრაქტებს ვიცავთ".

"თუ ახალ ფეხბურთელებში ვდებთ ინვესტიციას, მაშინ მხოლოდ იმისათვის, რათა კლუბი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. ეს მოჯადოებული წრეა: ახალ ფეხბურთელებში ინვესტიციას დებ, გულშემატკივრები ჩართულები არიან და ეს, თავის მხრივ, თქვენს ეკონომიკას აუმჯობესებს".

"გარი "მანჩესტერ იუნაიტედის" ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. მის აზრს პატივს ვცემ და მხოლოდ ამის თქმა შემიძლია", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს CBS Sports-ი.

– რას ფიქრობთ ნიდერლანდების ფეხბურთელთა პროფკავშირის პრეზიდენტ ევგენი ლევჩენკოზე, რომელმაც გამოძალვის ტაქტიკაში დაგადანაშაულათ?

"არც ფრენკისთვის, არც რომელიმე სხვა ფეხბურთელისთვის არაფერი არ გამოგვიძალია. მის აზრს პატივს ვცემ, მაგრამ თუ ორ მხარეს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები გამოძალვად ითვლება, მაშინ ვფიქრობ, ეს ბიჭი ცდება", - დასძინა "ბარსას" პრეზიდენტმა.