ავტორიზაცია

გვარდიოლა: "მომავალ სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში ბევრი კლუბი იქნება ჩართული"

გვარდიოლა: "მომავალ სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში ბევრი კლუბი იქნება ჩართული"
თარიღი: 30 ივლ 2022, 18:22

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრა.

კატალონიელ სპეციალისტს ჰკითხეს, თუ რომელი გუნდი იქნება მომავალ სეზონში "ქალაქელთათვის" ყველაზე რთული მეტოქე.

"არ ვიცი, მომავლის წინასწარმეტყველება რომ შემეძლოს, გაცნობებდით. როგორც წესი, პრემიერ ლიგაში ბევრი გუნდია და ბრძოლა გელით".

"ვფიქრობ, ტიტულისთვის ბრძოლაში ბევრი კლუბი იქნება ჩართული. მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და ისტორიის თვალსაზრისით, კლასი აქვთ. არ ვიცი", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Daily Mail-ი.

ცნობისთვის, ინგლისის მოქმედი ჩემპიონი სწორედ "მანჩესტერ სიტია".