ავტორიზაცია

ვერნერს ორი სერიოზული მსურველი ჰყავს — სად გააგრძელებს კარიერას ჩელსის ფორვარდი?

ვერნერს ორი სერიოზული მსურველი ჰყავს — სად გააგრძელებს კარიერას ჩელსის ფორვარდი?
თარიღი 30 ივლ 2022, 19:50

"ჩელსის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა "ლაიფციგში" დაბრუნდეს.

როგორც Sky Sport-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, გერმანულ კლუბს 26 წლის ფეხბურთელის იჯარით დამატება უნდა.

გავრცელებული ცნობით, ტრანსფერის გაჩარხვა "ლაიფციგის" აღმასრულებელ დირექტორს, ოლივერ მინცლაფს სურს. არც თავად ფორვარდია იმ გუნდში დაბრუნების წინააღმდეგი, საიდანაც "ჩელსიში" 2020 წელს გადავიდა.

გარდა ბუნდესლიგის კლუბისა, ვერნერით "იუვენტუსიცაა" დაინტერესებული, მაგრამ მისი სატრანსფერო ღირებულება ტურინელთათვის ზედმეტად მაღალია.

გასულ სეზონში ტიმომ ყველა ტურნირზე ერთად "არისტოკრატთა" ღირსება 37 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.