ლევანდოვსკი რეალისთვის ლა ლიგის ტიტულის წართმევის შანსებზე: "ბარსა მთელ ძალისხმევას გაიღებს"

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ესპანეთის ჩემპიონატის ტიტულისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრა.
– როგორ აპირებთ "რეალისთვის" ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის წართმევას?
"ვეცდებით, ყველაფერს გავაკეთებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, "რეალი" ნამდვილი ჩემპიონია, კარგად ითამაშებენ და თავიანთი ტიტულის დაცვას ეცდებიან".
– რას იტყვით ბენზემასთან დაპირისპირებაზე?
"კარიმი ფანტასტიკური ფეხბურთელია, ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. მასთან შედარებას არ ვისურვებდი... უკვე წლებია ლა ლიგაშია, მაგრამ ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა იქნება", - ციტირებს პოლონელი სუპერვარსკვლავის სიტყვებს Barça Universal-ი.