ავტორიზაცია

ბერნარდუ სილვა ბარსელონას სიტუაციას გაგებით ეკიდება და მზადაა ზაფხულის ბოლომდე მოითმინოს

ბერნარდუ სილვა ბარსელონას სიტუაციას გაგებით ეკიდება და მზადაა ზაფხულის ბოლომდე მოითმინოს
თარიღი 30 ივლ 2022, 20:58

"მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველი, ბერნარდუ სილვა მზად არის ამ ზაფხულს "ბარსელონაში" გადაბარგდეს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, "ბლაუგრანა" ერთადერთი კლუბია, სადაც გადასვლაზეც პორტუგალიელი თანახმაა.

კატალონიელებმა ფეხბურთელი და მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში გააფრთხილეს, რომ ტრანსფერზე მუშაობა შესაძლოა სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე გაიწელოს. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" პირველ რიგში ფრენკი დე იონგი უნდა გაყიდონ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი პროგრესი მოსალოდნელი არ არის. ბერნარდუ ლოდინისთვის მზადაა.

"მანჩესტერ სიტი" მზად იქნება სილვა 80 მილიონ ევროდ (+ ბონუსები) გაყიდოს, "ბარსელონას" დაახლოებით 100 მილიონი დასჭირდება. თუმცა, თავად ფეხბურთელთან შეთანხმება რთული არ იქნება, კონტრაქტის პირობები მხარეებმა უკვე განიხილეს.

გასულ სეზონში ბერნარდუმ ყველა ტურნირზე ერთად "ქალაქელთა" ღირსება 50 მატჩში დაიცვა, 13 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.