ავტორიზაცია

პეპის და იურგენის 25-ე დაპირისპირება! ვინ იგებს ურთიერთშეხვედრებში?

პეპის და იურგენის 25-ე დაპირისპირება! ვინ იგებს ურთიერთშეხვედრებში?
თარიღი 30 ივლ 2022, 23:24

იურგენ კლოპი ხოსეპ გვარდიოლას ყვეალზე ხშირად ამარცხებს.

„ლივერპულმა“ „მან სიტის“ ინგლისის სუპერთასის მატჩში 3:1 მოუგო და ტიტულს 2006 წლის შემდეგ პირველად დაეუფლა.

ეს პეპ გვარდიოლას და იურგენ კლოპს შორის 25-ე დაპირისპირება იყო, საიდანაც 11 გერმანელის გამარჯვებით დასრულდა, 9 კი - ესპანელის. კიდევ 5 მატჩში მწვრთნელებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.

საინტერესოა, რომ კლოპზე ხშირად გვარდიოლას არავინ ამარცხებს და ასევე ანალოგიურად, იურგენიც ყველაზე ხშირად სწორედ პეპთან მარცხდება.

ამ 25 მატჩში პეპის გუნდებმა 46 გოლი გაიტანეს, კლოპის კი - 45.