[EXCLUSIVE] დინამო თბილისის კაპიტნის ახალი კლუბი ცნობილია!
გუშინ, "დინამო თბილისმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ კაპიტანმა გიორგი პაპავამ გუნდი დატოვა.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, პაპავა კარიერას უზბეკეთის ჩემპიონატში, "აგმკ"-ში გააგრძელებს.
"აგმკ" უზბეკეთის რანგით უმაღლეს ჩემპიონატში თამაშობს და 13 ტურის შემდეგ, 21 ქულით მე-6 ადგილზეა.
რაც შეეხება პაპავას, დინამოელთა ყოფილმა კაპიტანმა ამ გუნდის მაისური 182-ჯერ მოიერგო, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი