ავტორიზაცია

ინტერესი არის, მაგრამ ერთი პრობლემაა - რატომ ვერ გადავა ლაზარე კუპატაძე დინამოში?

ინტერესი არის, მაგრამ ერთი პრობლემაა - რატომ ვერ გადავა ლაზარე კუპატაძე დინამოში?
თარიღი 31 ივლ 2022, 10:35

როგორც რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, ლაზარე კუპატაძის გადაბირებით "დინამო თბილისია" დაინტერესებული.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ნაკრების მეკარემ "დინამო ბათუმი" დატოვა.

თბილისელთა ინტერესი რეალურია, თუმცა არის ერთი პრობლემა, რატომაც ლაზარე ამ ზაფხულს "დინამოში" ვერ გადავა.

საქმე იმაშია, რომ საქართველოში სატრანსფერო ფანჯარა 20 ივლისს დაიხურა, კუპატაძემ კი ბათუმის რიგებში 21 ივლისს ითამაშა.

მართალია კუპატაძე აჭარულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტია, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ის კლუბის განაცხადში იყო და ამიტომ სხვა ქართულ გუნდში გადასვლის უფლება აღარ აქვს.

20 ივლისის შემდეგ რომ ლაზარეს აღარ ეთამაშა, ტრანსფერის პრობლემაც აღარ იქნებოდა.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი