ავტორიზაცია

კლოპი: "პრემიერ ლიგაში კონკურენცია გაიზარდა, წინ რთული სეზონი გველოდება"

კლოპი: "პრემიერ ლიგაში კონკურენცია გაიზარდა, წინ რთული სეზონი გველოდება"
თარიღი 31 ივლ 2022, 11:11

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგაში მზარდი კონკურენციის შესახებ ისაუბრა.

"დავინახე, რომ "არსენალმა" "სევილია" ანგარიშით 6:0 დაამარცხა (ამხანაგურ მატჩში), საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგია. არა მგონია, "სევილიას" ისტორიაში ასეთი რამ დამართნოდეს".

"მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი", "ტოტენჰემი" საკმაოდ მოძლიერდნენ. რთული სეზონი იქნება, ყველა ჩვენგანისთვის რთული".

"მაგრამ არსად არ ვაპირებთ წასვლას და ძილს. ახალი გამოწვევისთვის მზად ვართ", - განუცხადა კლოპმა ITV Sport-ს.

მოგეხსენებათ, "ლივერპულმა" გუშინ ინგლისის სუპერთასზე "მანჩესტერ სიტი" 3:1 დაამარცხა და სეზონის პირველი ტიტული მოიგო.