ავტორიზაცია

რეალს ვერნერის შეძენა შესთავაზეს — რა თანხად ფასდება პოტენციური ტრანსფერი?

რეალს ვერნერის შეძენა შესთავაზეს — რა თანხად ფასდება პოტენციური ტრანსფერი?
თარიღი 31 ივლ 2022, 12:09

"ჩელსის" თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

გერმანიის ეროვნული ნაკრების 26 წლის შემტევის დამატება "რეალს" შესთავაზეს, მაგრამ საეჭვოა, რომ ფეხბურთელი მადრიდულ გუნდში სათადარიგო მოთამაშის როლს დათანხმდეს.

ვერნერის პოტენციური ტრანსფერი 35 მილიონ ევროდ ფასდება.

El Larguero-ს ინფორმაციით, უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე "სამეფო კლუბი" გადაწყვეტს, სჭირდება თუ არა კარიმ ბენზემას შემცვლელად ახალი ფორვარდი.

აღსანიშნავია, რომ ამხანაგურ შეხვედრებში ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოასპარეზე ედენ აზარი არადამაჯერებლად გამოიყურება.