ავტორიზაცია

ლევანდოვსკის საინტერესო პასუხი კითხვაზე: "რას ელი შენი და ბენზემას პირადი დაპირისპირებისგან?"

ლევანდოვსკის საინტერესო პასუხი კითხვაზე: "რას ელი შენი და ბენზემას პირადი დაპირისპირებისგან?"
თარიღი 31 Jul 2022, 15:50

"ბარსელონას" ახალწვეულმა, რობერტ ლევანდოვსკიმ "რეალის" თავდამსხმელ კარიმ ბენზემასთან მოახლოებული მეტოქეობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

– რას ელი შენი და კარიმ ბენზემას პირადი დაპირისპირებისგან?

"ბენზემა გამორჩეული ფეხბურთელია. ეს მან ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაშიც დაამტკიცა იმით, რაც "პსჟ"-სთან, "ჩელსისთან" და "მანჩესტერ სიტისთან" მატჩებში გააკეთა. უკვე 10 თუ 12 წელიწადია ლა ლიგაშია - ზუსტად არ მახსოვს. ბენზემა ამ ლიგას ძალიან კარგად იცნობს. ჩემპიონთა ლიგაზეც კი აჩვენა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა".

"ვფიქრობ, კარგია, რომ ლა ლიგაში ამდენი კარგი თავდამსხმელი ასპარეზობს. გულშემატკივრებისთვის აუცილებლად უფრო საინტერესო იქნება".

"მასთან შედარება არ მინდა, რადგან ჩემგან რაღაც ახალს ელიან, ის კი უკვე მრავალი წელია ლა ლიგაში თამაშობს. გასულ წელს გვაჩვენა, როგორი კარგია".

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იქნება, თუ რას მივაღწევ "ბარსელონასთან" ერთად. როგორ ვითამაშებთ? რა გზით გადავალთ გამარჯვებიდან გამარჯვებამდე? ეს არის ჩემი მიზანი", - ციტირებს პოლონელი სუპერვარსკვლავის სიტყვებს ESPN-ი.