დეტალებიც გარკვეულია — მანჩესტერ იუნაიტედის უკანასკნელი და ზღაპრული შეთავაზება დე იონგს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბარსელონას" ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის გადაბირებას კიდევ ერთხელ ეცდება.
როგორც Diario Sport-ი იტყობინება, ინგლისური გრანდი 25 წლის ჰოლანდიელს პირადი კონტრაქტის პირობების თაობაზე ბოლო შეთავაზებას უმზადებს. "ეშმაკუნები" თვლიან, რომ ასეთ წინადადებაზე უარის თქმა შეუძლებელი იქნება.
"ბლაუგრანა" "ემიუსგან" გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას ელის, რათა ფრენკის კიდევ ერთხელ და მკაფიოდ აცნობოს ამ ზაფხულს წასვლის საჭიროების შესახებ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" უკვე ყველაფერი გააკეთა დე იონგის დასარწმუნებლად, ახლა კი კლუბი მას ძალიან დიდ ხელფასს შესთავაზებს. "იუნაიტედი" მზადაა მას იმდენი უხადოს, რამდენსაც ამჟამად "ბარსაში" იღებს, აგრეთვე ფეხბურთელის წინაშე კატალონიური გრანდის ვალიც კი დაფაროს.
თუ დე იონგი ამ პირობებს დათანხმდება, მაშინ "ემიუს" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. მანიკუნიანელთა წარმომადგენლები პოტენციური ტრანსფერის განსახილველად ბარსელონაში გაემგზავრებიან. ალბათ, ეს შეხვედრა საბოლოო იქნება.
ამჟამად ფრენკის "ემიუში" გადასვლა სპორტული მიზეზების გამო არ უნდა - კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე არ ასპარეზობს, ახალი პროექტი კი შენების პროცესშია, რაც ნახევარმცველს არ აკმაყოფილებს. დე იონგს "ეშმაკუნების" წარმატების არ სჯერა და "ჩელსიში" ან "ბაიერნში" გადასვლა ურჩევნია.