"ეს ყველაფერი მას მართლაც ბრწყინვალე ფეხბურთელად აქცევს", - გიუნდოგანმა ჰოლანდი შეაქო

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, ილკაი გიუნდოგანმა "ქალაქელთა" ახალწვეულის, ერლინგ ჰოლანდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
"მანქანაა, განსაკუთრებით თუ მის სიმაღლესა და ფიზიკურ სიძლიერეს გავითვალისწინებთ. ჰოლანდს ნებისმიერ ფასად სურს გოლის გატანა - ასეთია მისი მენტალიტეტი".
"ეს ყველაფერი მას მართლაც ბრწყინვალე ფეხბურთელად აქცევს", - ციტირებს გერმანელის სიტყვებს ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი.
მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" 22 წლის ნორვეგიელი სუპერვარსკვლავი ამ ზაფხულს "დორტმუნდიდან" 60 მილიონ ევროდ შეიძინა.