[EXCLUSIVE] დიდი დაპირისპირება დინამო თბილისში: რატომ მიდის დირექტორი გუნდიდან?
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, "დინამო თბილისის" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კლუბის გაყიდვის თაობაზე განცხადება გააკეთა.
რა თქმა უნდა, "პაიდესთან" წაგებული მატჩის შემდეგ, გუნდში დიდი ცვლილებები იგეგმება.
GOAL.GE-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, კლუბის შიდა სამზარეულოში დიდი არეულობაა.
კერძოდ, ერთ-ერთ ვარჯიშზე, კლუბის სპორტული დირექტორი ალექსანდრე რეხვიაშვილი და ერთ-ერთი ფიზ.მომზადების მწვრთნელი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
საბოლოოდ შევიტყეთ, რომ ამ დაპირისპირების გამო, "დინამოდან" ალექსანდრე რეხვიაშვილიც წავა და ფიზ.მომზადების მწვრთნელიც.
შეხლა-შემოხლის დადასტურებული მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდო ვერსიით, ხელმძღვანელობა ფეხბურთელების ფიზიკური მომზადების უკმაყოფილო იყო, რასაც კამათი მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ რეხვიაშვილი "დინამოს" სპორტულ დირექტორად გასულ წელს დაინიშნა.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი