ავტორიზაცია

ანჩელოტი: "ბარსელონა ფანტასტიკურ გუნდს ქმნის, ამ წელს რეალის კონკურენტი იქნება"

ანჩელოტი: "ბარსელონა ფანტასტიკურ გუნდს ქმნის, ამ წელს რეალის კონკურენტი იქნება"
თარიღი 01 აგვ 2022, 12:42

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ აღიარა, რომ კატალონიის "ბარსელონა" ამ ზაფხულს გაძლიერდა.

"ვფიქრობ, "ბარსელონა" ფანტასტიკურ გუნდს ქმნის, მაგრამ მე მხოლოდ "რეალი" მაინტერესებს. ჩემს გუნდზე უნდა ვიყო კონცენტრირებული, სხვებისთვის ყურება არ ღირს".

"ბარსელონას" ფინანსური სირთულეების შესახებ

"ფეხბურთში არაფერი მიკვირს. "ბარსა" არის გუნდი, რომელსაც ყოველთვის პატივი უნდა სცე. ამ წელს ჩვენი მეტოქე იქნება, ბოლომდე იბრძოლებს", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Mundo Deportivo.

მოგეხსენებათ, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბარსამ" ფრანკ კესიე, ანდრეას კრისტენსენი, რაფინია დიასი, რობერტ ლევანდოვსკი და ჟიულ კუნდე დაიმატა.