ავტორიზაცია

ტენ ჰაგი: "რონალდუ მანჩესტერის დანარჩენი ფეხბურთელების დონეზე ჯერ არ არის"

ტენ ჰაგი: "რონალდუ მანჩესტერის დანარჩენი ფეხბურთელების დონეზე ჯერ არ არის"
თარიღი 01 აგვ 2022, 13:09

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა ჯერ კიდევ არ იცის, როდის იქნება კრიშტიანუ რონალდუ პრემიერ ლიგაში სათამაშოდ მზად.

– რამდენად შორსაა რონალდუ იმისგან, რომ პრემიერ ლიგაში ითამაშოს?

"ამჟამად ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ახლა "მანჩესტერ იუნაიტედის" დანარჩენი ფეხბურთელების დონეზე ნამდვილად არ არის, რადგან ბევრი მოსამზადებელი კვირა გამოტოვა. მატჩები და ბევრი ვარჯიში სჭირდება", - ციტირებს ჰოლანდიელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports News-ი.

მოგეხსენებათ, 37 წლის პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა გუშინ "რაიო ვალეკანოსთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მოედანზე 45 წუთი დაჰყო, მაგრამ თავი საგოლე ქმედებებით არ გამოუჩენია.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა, ამიტომაც მიმდინარე ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის ვარიანტს განიხილავს.