ავტორიზაცია

ფირმინო ლივერპულიდან შესაძლო წასვლაზე არსებულ ცნობებს გამოეხმაურა და საკუთარ მომავალს ფარდა ახადა

ფირმინო ლივერპულიდან შესაძლო წასვლაზე არსებულ ცნობებს გამოეხმაურა და საკუთარ მომავალს ფარდა ახადა
თარიღი 01 აგვ 2022, 13:54

"ლივერპულის" თავდამსხმელმა, რობერტო ფირმინომ განაცხადა, რომ მერსისაიდული კლუბიდან წასვლას არ აპირებს.

ბრაზილიელს, რომელსაც "წითლებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წელს ეწურება, მომავალზე ინგლისის სუპერთასის შეხვედრაში "მანჩესტერ სიტის" (3:1) დამარცხების შემდეგ ჰკითხეს.

"მიყვარს გუნდი, ქალაქი და გულშემატკივრები. აქ ვარ. რა თქმა უნდა, დარჩემა მინდა", - ციტირებს ფირმინოს სიტყვებს TNT Sports-ი.

გავლენიანი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, რობერტოსადმი "იუვენტუსის" ინტერესის შესახებ გავრცელებული ცნობები სინამდვილეს არ შეესაბამება. 30 წლის ფორვარდის პოტენციური ტრანსფერი არც მის აგენტებთან და არც კლუბებს შორის განხილულა.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელი "ლივერპულის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.