ხავი: "არ ვიცი, დარჩება თუ არა დე იონგი ბარსელონაში, დრო ჯერ კიდევ არის და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ გუნდის ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის მომავალზე კომენტარი გააკეთა.
"არ ვიცი, დარჩება თუ არა. დრო ჯერ კიდევ არის, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს".
"ის, რომ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა, მის წასვლაზე არ მიანიშნებს", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს "ბლაუგრანას" დამრიგებელი.
მოგეხსენებათ, 25 წლის ჰოლანდიელს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დე იონგის ხელში ჩაგდება "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ლონდონის "ჩელსის" სურთ.