ავტორიზაცია

ჩელსის ხელმძღვანელობა დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს

ჩელსის ხელმძღვანელობა დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს
თარიღი 01 აგვ 2022, 15:45

"ჩელსის" ხელმძღვანელობა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი უკანახაზელის შეძენას აპირებს.

ლონდონური კლუბი "ლესტერის" ცენტრალური მცველის, უესლი ფოფანასა და "ინტერის" ლატერალის, დენზელ დუმფრისის ხელში ჩაგდებაზე მუშაობს, წერს The Athletic-ი.

"მელიები" 21 წლის ფრანგს 80-85 მილიონ ფუნტად აფასებენ, მაგრამ "არისტოკრატებს" იმედი აქვთ, რომ ტრანსფერში ერთ-ერთი ფეხბურთელის ჩართვით ფასს შეამცირებენ.

აღსანიშნავია, რომ "ჩელსის" ბოსები ორივე ზემოთნახსენები მოთამაშის დამატებას გეგმავენ და არა ერთ-ერთის.

გასულ სეზონში ფოფანამ ყველა ტურნირზე ერთად ტრავმის გამო მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ხოლო 26 წლის ჰოლანდიელმა "ნერაძურის" ღირსება 45 შეხვედრაში დაიცვა, მეტოქის კარი 5-ჯერ აიღო და 7 ასისტიც მიითვალა.