ავტორიზაცია

ბაიერნის დირექტორი ლევანდოვსკის საქციელით უკმაყოფილოა: "ლაპორტას აუცილებლად დაველაპარაკები"

ბაიერნის დირექტორი ლევანდოვსკის საქციელით უკმაყოფილოა: "ლაპორტას აუცილებლად დაველაპარაკები"
თარიღი 01 Aug 2022, 15:54

"ბაიერნის" სპორტულ დირექტორს, ჰასან სალიჰამიჯიჩს "ბარსელონას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის საქციელის განხილვა არ უნდა.

"ბლაუგრანაში" გადაბარგებულმა პოლონელმა სუპერვარსკვლავმა თქვა, რომ მასზე ბევრი ბოდვა დაიწერა და "რეკორდმაისტერი" ტრანსფერის არგუმენტებს ეძებდა.

როგორც ცნობილი ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი იტყობინება, მიუნხენური გრანდის დირექტორი ლევანდოვსკის ამ საქციელში ლაპორტას ადანაშაულებს.

"ამის შესახებ ლაპორტას აუცილებლად დაველაპარაკები, როცა ვნახავ", - თქვა სალიჰამიჯიჩმა Bild-თან ინტერვიუში.

მოგეხსენებათ, 33 წლის ფორვარდი ამ ზაფხულს "ბაიერნიდან" "ბარსელონაში" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, დამატებით 5 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.