ავტორიზაცია

"საერთოდ არ მესმის, რატომ წამოწია ეს თემა კიდევ ერთხელ", - ბაიერნის პრეზიდენტმა ლევანდოვსკი გააკრიტიკა

"საერთოდ არ მესმის, რატომ წამოწია ეს თემა კიდევ ერთხელ", - ბაიერნის პრეზიდენტმა ლევანდოვსკი გააკრიტიკა
თარიღი 01 Aug 2022, 14:25

"ბაიერნის" პრეზიდენტი, გერბერტ ჰაინერი მიუნხენური გრანდიდან წასვლასთან დაკავშირებით თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის კომენტარებით უკმაყოფილოა.

"ბარსელონაში" გადაბარგებულმა პოლონელმა სუპერვარსკვლავმა თქვა, რომ მასზე ბევრი ბოდვა დაიწერა და "რეკორდმაისტერი" ტრანსფერის არგუმენტებს ეძებდა.

"საერთოდ არ მესმის, რატომ წამოწია რობერტმა ეს თემა კიდევ ერთხელ. ყველამ მიიღო ის, რაც უნდოდა".

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ის იყო პირველი, ვინც გასული სეზონის ბოლოს ყველაფერი გაასაჯაროვა", - ციტირებს ჰაინერის სიტყვებს Bayern & Germany.

მოგეხსენებათ, 33 წლის ფორვარდი ამ ზაფხულს "ბაიერნიდან" "ბარსელონაში" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, დამატებით 5 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.