ავტორიზაცია

"ძალიან ცუდ გუნდში თამაშობს", - სკოტ მინტომ დაასახელა კლუბი, რომელმაც რონალდუ უნდა იყიდოს

"ძალიან ცუდ გუნდში თამაშობს", - სკოტ მინტომ დაასახელა კლუბი, რომელმაც რონალდუ უნდა იყიდოს
თარიღი 01 აგვ 2022, 16:18

"ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელის, სკოტ მინტოს აზრით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ ლონდონურ კლუბში უნდა გადავიდეს.

ვეტერანი ინგლისელის განცხადებით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ამჟამინდელი გუნდი ცუდ მდგომარეობაშია.

"რონალდუ ძალიან ცუდ გუნდშია, "მანჩესტერ იუნაიტედი" გასულ სეზონში ძალიან ცუდი იყო, კრიშტიანუმ კი პრემიერ ლიგაში მაინც 18 გოლი გაიტანა".

"რონალდუს პრესინგი შეუძლია - საქმე იმაში არ არის, რომ არ შეუძლია, არამედ იმაშია, რომ ამის გაკეთება არ უნდა. ოთხი წლის მანძილზე "რეალის" მატჩებს ვესწრებოდი და თითოეულ თამაშს ვადევნებდი თვალყურს. კრიშტიანუ ერთი-ორი შეხებით თამაშობდა. საჯარიმოს ფეხბურთელი იყო, გოლების გამტანი".

"თუ 37 წლის ასაკში სათამაშო სტილის შეცვლას სთხოვ, სულ სხვა რამეს მიიღებთ. მის გარშემო გუნდის აშენება შესაძლებელია. როცა ტუხელი მოვიდა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო და "ჩელსი" ტოპ ოთხეულში დააბრუნა, კარგი დაცვის ხარჯზე და არა აუცილებლად გოლების გატანით".

"ახლა დაცვა კარგად არ გამოიყურება და არც გოლები გვაქვს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ "ჩელსიმ" რონალდუზე დიდი ფსონი უნდა გააკეთოს", - ციტირებს მინტოს სიტყვებს TalkSport-ი.