ავტორიზაცია

"გვინდა, რომ დარჩეს", - ტერ შტეგენი ბარსელონადან დე იონგის შესაძლო წასვლას ეხმაურება

"გვინდა, რომ დარჩეს", - ტერ შტეგენი ბარსელონადან დე იონგის შესაძლო წასვლას ეხმაურება
თარიღი 01 აგვ 2022, 16:57

"ბარსელონას" გოლკიპერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კატალონიურ გრანდში ნახევარმცველ ფრენკი დე იონგის გარშემო არსებულ ვითარებას ეხმაურება.

მოგეხსენებათ, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 25 წლის ჰოლანდიელის გაშვება სურთ, მაგრამ ამ უკანასკნელს დარჩენა უნდა. გარდა ამისა, კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელფასთან დაკავშირებით უთანხმოებაა.

"როგორი პასუხი გინდათ? ეს კლუბისა და ფეხბურთელის საქმეა. ცხადია, გუნდში ყოველთვის საუკეთესო მოთამაშეების ხილვა გვსურს".

"ის კი სწორედ ასეთია, უმაღლესი დონის ფეხბურთელი. გვინდა, რომ დარჩეს, მაგრამ ამაში არ ვერევი, კლუბის საქმეა", - ციტირებს გერმანელი კიპერის სიტყვებს Marca.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, დე იონგისთვის "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" იბრძვიან.