ლუი საა: "რონალდუსა და ტენ ჰაგს ერთად რაღაც წარმოუდგენელის გაკეთების ბრწყინვალე შანსი აქვთ"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელი, ლუი საა ფიქრობს, რომ კრიშტიანუ რონალდუს შეუძლია ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობის ქვეშ ბევრს მიაღწიოს.
"კრიშტიანუ ტენ ჰაგის საქმის რთული ნაწილია, რადგან მისი შემცვლელი უნდა ეპოვა, მაგრამ ამასთანავე ფეხბურთელის მოთხოვნებიც დასაკმაყოფილებელია - წასვლა უნდა ან მიღებული გარანტიები არ აკმაყოფილებს".
"რთული სიტუაციაა, რონალდუს ჯერ კიდევ შეუძლია სეზონში 25-30 გოლის გატანა, გასულ სეზონში კი პრაქტიკულად მხოლოდ მას ეკისრებოდა გოლებზე პასუხისმგებლობა".
"მაგრამ თუ ტენ ჰაგის გეგმებში შედის, მაშინ რაღაც წარმოუდგენელის გაკეთების ბრწყინვალე შანსი აქვთ", - ციტირებს ვეტერანი ფრანგის სიტყვებს Daily Mail-ი.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უნდა, ამიტომაც "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის შესაძლებლობას განიხილავს.