რონალდოს აზრით, ინტერს სკუდეტოს მოგება შეუძლია: "ლუკაკუ და ლაუტარო თითქმის იდეალური წყვილია"
ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელის, რონალდოს აზრით, ახალ სეზონში "ინტერს" იტალიის ჩემპიონატის მოგება შეუძლია.
"გასულ სეზონშიც შეეძლო სკუდეტოს მოგება. მოდით ვთქვათ, რომ რაღაც მომენტში პრაქტიკულად განაღდებული ჰქონდა ტიტული. ახლა კი ლუკაკუ დაბრუნდა - ის, ვინც იტალიაში სხვაობას ქმნის. ის და ლაუტარო თითქმის იდეალური წყვილია".
"წინასწარმეტყველი არ ვარ, მაგრამ ეს ასეა. "ინტერმა" სკუდეტო დაკარგა, დერბიში დამარცხდა და ორი რთული თვე არასწორად ჩაატარა: სწორედ ასეთ მომენტებშია საჭირო კაცობა, რათა რთული შეხვედრები მოიგო და არა ფრედ დაასრულო".
"ვიღაცას უნდა დაეყრდნო: ისეთ დიდ ფეხბურთელზე დაყრდნობა, როგორიც ლუკაკუა, ბევრად მარტივია", - ციტირებს რონალდოს სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.
მოგეხსენებათ, გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონი "მილანი" გახდა, "ინტერმა" მეორე ადგილი კი დაიკავა.