ავტორიზაცია

ჩელსი მანჩესტერ სიტისთვის ბარსელონას აღზრდილი მარცხენა მცველის წართმევას აპირებს

ჩელსი მანჩესტერ სიტისთვის ბარსელონას აღზრდილი მარცხენა მცველის წართმევას აპირებს
თარიღი 01 აგვ 2022, 19:46

"ჩელსის" "ბრაიტონის" უკანახაზელის, მარკ კუკურელიას შეძენა უნდა, რომელიც უკვე დიდი ხანია "მანჩესტერ სიტის" სამიზნეა.

როგორც ბრიტანული გაზეთი Daily Mail-ი წერს, ლონდონური კლუბი მარცხენა მცველის გადაბირებითაა დაინტერესებული. "ბრაიტონსა" და "სიტის" შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან "ქალაქელები" ესპანელში 50 მილიონი ფუნტის გადახდისთვის მზად არ არიან.

მანჩესტერელები კუკურელიას სანაცვლოდ დაახლოებით 35 მილიონს ჩამოდიოდნენ. წყაროების თანახმად, "ბრაიტონი" "სიტის" ქცევით გაღიზიანებულია, რაც "ჩელსის" წარმატების მიღწევის შანსს აძლევს, თუმცა, როგორც იუწყებიან, მარკს პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობის ქვეშ თამაში ძალიან უნდა.

"ჩელსის" დაცვის ხაზის მარცხენა ფლანგის გაძლიერება სურს, რადგან მარკოს ალონსო "ბარსელონაში" გადასვლასთან არის ახლოს.

რამდენიმე დღის წინ, კუკურელიამ "ბრაიტონს" ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა. ამის შემდეგ მან "ესპანიოლთან" გამართული ამხანაგური მატჩი გამოტოვა.

"ჩელსის" თანამფლობელის, ტოდ ბოელის მიზანი გამოცდილების მიღებაა იმისგან, თუ როგორ წაართვა "ბარსელონამ" რაფინია დიასი და ჟიულ კუნდე. იგი აპირებს შექმნილი ვითარებით ისარგებლოს და "სიტის" კუკურელია წაართვას.

გასულ სეზონში "ბარსელონას" აღზრდილმა ყველა ტურნირზე ერთად "ბრაიტონის" ღირსება 38 მატჩში დაიცვა და ერთი გოლი გაიტანა.