ავტორიზაცია

ბარსელონამ მესამე ეკონომიკური ბერკეტი აამოქმედა — ცნობილია თანხა, რომელიც კატალონიურმა გრანდმა მიიღო

ბარსელონამ მესამე ეკონომიკური ბერკეტი აამოქმედა — ცნობილია თანხა, რომელიც კატალონიურმა გრანდმა მიიღო
თარიღი 01 Aug 2022, 19:57

"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ მესამე ეკონომიკური ბერკეტი აამოქმედა, ამის შესახებ კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ მცველ ჟიულ კუნდეს პრეზენტაციაზე განაცხადა.

"ფირმა Barça Studios-ის 25%-ის 100 მილიონ ევროდ გაყიდვის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია. კლუბის წევრებმა ამ ფირმის 49%-ის გაყიდვის უფლება მოგვცეს, მაგრამ Socios.com-ს 25%-ზე შევუთანხმდით", - თქვა ლაპორტამ.

Barça Studios-ი არის კომპანია, რომელიც კლუბისთვის კრეატიული პროდუქტების შექმნითაა დაკავებული.

კატალონიელებმა აქამდე ფონდ Sixth Street-ს 25 წლით აუდიოვიზუალური უფლებების 10% მიჰყიდეს. შემდეგ კლუბმა ამავე კომპანიას კიდევ 15% მიჰყიდა. ეს გარიგება 320-330 მილიონიდან 400 მილიონ ევრომდე იყო შეფასებული.