ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა ანტონის შეძენაზე უარი თქვა, ცნობილია მიზეზიც — Sky Sports

მანჩესტერ იუნაიტედმა ანტონის შეძენაზე უარი თქვა, ცნობილია მიზეზიც — Sky Sports
თარიღი 01 აგვ 2022, 20:09

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "აიაქსის" გარემარბს, ანტონის აღარ იყიდის.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა Sky Sports-ი იტყობინება, 22 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა მანჩესტერულ კლუბში "დღის წესრიგიდან სრულიად ამოღებულია". "ემიუ" ბრაზილიელის კანდიდატურას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუბრუნდება, თუ ამსტერდამელები ფინანსურ მოთხოვნებს მნიშვნელოვნად შეამცირებენ.

თავის მხრივ, "აიაქსს" ამ ზაფხულს ანტონის გაყიდვის საჭიროება არ აქვს. ახალგაზრდა გარემარბის კონტრაქტი კიდევ სამ წელზეა გათვლილი.

სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუ თავად ფეხბურთელი მოითხოვს ტრანსფერს. არსებული ცნობით, ანტონისადმი "ემიუს" ინტერესის ფონზე, ჰოლანდიურმა კლუბმა მისი ფასი 80-დან 100 მილიონ ევრომდე გაზარდა.

"იუნაიტედი" რამდენიმე შემტევის კანდიდატურას განიხილავდა. მათ შორის იყო "რედ ბულ ზალცბურგის" 19 წლის თავდამსხმელი, ბენიამინ შეშკოც. თუმცა, ამ ტრანსფერის გაჩარხვაც რთული იქნება, რადგან ავსტრიულ კლუბს სლოვენიის ნაკრების ფორვარდის სანაცვლოდ საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს.