ავტორიზაცია

მათეუსი: "რონალდუ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ბაიერნს არ სჭირდება"

მათეუსი: "რონალდუ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ბაიერნს არ სჭირდება"
თარიღი 01 აგვ 2022, 20:33

ლეგენდარული ლოთარ მათეუსის აზრით, "ბაიერნს" "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს შეძენა არ უღირს.

– ოლივერ კანმა თქვა, რომ რონალდუ კლუბის ფილოსოფიას არ მოერგება. შეგიძლიათ ამის ახსნა?

"ბაიერნს" ეს სუპერვარსკვლავი არ სჭირდება. რობერტ ლევანდოვსკის სახით სუპერვარსკვლავი გვყავდა. ახლა ახალი სუპერვარსკვლავი გვყავს სადიო მანეს სახით. ამ ასაკში რონალდუ "ბაიერნს" არ შეეფერება. და მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ფეხბურთელებს კარგ ხელფასებს აძლევს, 37 წლის ფეხბურთელში ბევრს არ დახარჯავენ".

"ეს იყო ლევანდოვსკის პრობლემა. არავის უთქვამს მისთვის, რომ წასულიყო, მაგრამ "ბაიერნის" წესისთვის პატივი უნდა ეცა. თუ 33 წლის ხარ, კონტრაქტს ყოველ წელს ახანგრძლივებ. რონალდუ ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო და დარჩება კიდეც. ფეხბურთისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ "ბაიერნს" არ აინტერესებს, რომელიც მომავალში იყურება".

"მატეის დე ლიგტისა და რაიან გრავენბერხის სახით "ბაიერნმა" ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიმატა, რომლებმაც ბოლო 2-3 წელი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს. ასეთია "ბაიერნის" ფილოსოფია, განსაკუთრებით კრიშტიანუსთან მიმართებაში".

"ბაიერნს" რონალდუ არ სჭირდება, მაგრამ იგი კვლავ კარგი ფეხბურთელია. ვფიქრობ, "ბაიერნისთვის" ეს არის მართებული გზა", - ციტირებს მიუნხენელთა ექს-ფეხბურთელის სიტყვებს Times Now.