ავტორიზაცია

ბარსელონას აღზრდილი მცველი, რომლის შეძენაც მანჩესტერ სიტის სურდა, ჩელსის უახლოვდება

ბარსელონას აღზრდილი მცველი, რომლის შეძენაც მანჩესტერ სიტის სურდა, ჩელსის უახლოვდება
თარიღი 01 აგვ 2022, 21:01

"ბრაიტონის" მარცხენა მცველი, მარკ კუკურელია "ჩელსიში" გადასვლასთან არის ახლოს, წერენ ცნობილი ბრიტანული გამოცემები.

"არისტოკრატებმა" "თოლიებს" აცნობეს, რომ მზად არიან ესპანელში მოთხოვნილი 50 მილიონი ფუნტი გადაიხადონ, იუწყება The Guardian-ი.

როგორც აღინიშნება, თავად 24 წლის ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში გადასვლაზე თანახმაა.

"მანჩესტერ სიტიმ", რომელსაც დიდი ხანია კუკურელიას ხელში ჩაგდება უნდა, საეჭვოა ამ ტრანსფერის გაჩარხვა შეძლოს, რადგან "ბრაიტონმა" "ქალაქელებთან" მოლაპარაკებები შეწყვიტა, იტყობინება BBC-ი.

გასულ სეზონში "ბარსელონას" აღზრდილმა ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.