ავტორიზაცია

უკვე ოფიციალურად — სესკ ფაბრეგასი ახალ გუნდში ჩაირიცხა

უკვე ოფიციალურად — სესკ ფაბრეგასი ახალ გუნდში ჩაირიცხა
თარიღი 01 აგვ 2022, 21:38

"მონაკოს" აწ უკვე ყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი, ფრანსესკ ფაბრეგასი კარიერას იტალიის სერია ბ-ში გააგრძელებს.

"კომომ" 35 წლის ესპანელი ფეხბურთელი ახალწვეულის რანგში ოფიციალურად წარადგინა. იტალიურ გუნდს იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ფაბრეგასი ახალ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

აღინიშნება, რომ თავად სესკსაც იტალიაში უნდოდა თამაში. მის გადაწყვეტილებაზე სამომავლოდ მწვრთნელობის სურვილმაც იქონია გავლენა.

მოგეხსენებათ, ფაბრეგასმა ამ ზაფხულს "მონაკო" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, სადაც 2019 წლის ზამთრიდან ირიცხებოდა.